Thursday, September 7, 2017

ამონარიდები ეროვნული სასწავლო გეგმიდან. სწავლების შედეგები და ინდიკატორები.

                              მეორე  უცხოური  ენა  ( რუსული  ენა )      
                                                         
                           
                   
 მიმართულება   მოსმენა
უცხ. ს. III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს  და გაიგოს  საინორმაციო
აუდიოჩანაწერი.
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
 * ამოკრებს  კონკრეტულ  ინფორმაციას.  (ვინ, როდის, სად, როგორი,  რამდენი  და  სხვა).

 მიმართულება  კითხვა
უცხ.ს. III.  6.  მოსწავლეს  შეუძლია  წაიკითხოს  და  გაიგოს  სხვადასხვა სახის  ინფორმაციული  ტექსტი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*ამოიცნობს  ტექსტის  ზედაპირზე  (ექსპლიციურად) მოცემულ  ფაქტობრივ  ინფორმაციას;
 *აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა  სახის ინფორმაციას  და  გამოაქვს
 დ ა ს კ ვ ნ ა.

უცხ. ს. III. 9. მოსწავლეს შეუძლოა  ტექსტის/ ნაწყვეტის  ხმამაღალი  კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
*შეარჩევს ტექსტს/ ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც სურს აუდიტორიის წინ;
*ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
*სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
*მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

მიმართულება წერა
 უცხ.ს.III.13.  მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 *თავს უყრის წაკითხულ  ტექსტში  შესწავლილ  საკვანძო სიტყვებს, ენობრივ კონსტრუქციებს  და მათზე დაყრდნობით თხზავს  მსგავსი სტრუქტურის ტექსტს.
 * გასაგებად გადმოცემს შინაარსს.
 * მოიძიებს შესაბამის ილუსტრაციებს;
 * წერს შავ ვარიანტს.
                     
   მიმართულება: ლაპარაკი

 დიალოგური მეტყველება

   უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე.

  მონოლოგიური მეტყველება
  უცხ.ს.III. 18.   მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებძე დაყრდნობით საუბარი.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 *   საკვანძო სიტყვებსა და  ენობრივ კონსტრუქციებზე დაყრდნობით გადმოსცემს
მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
 *იყენებს სუბიექტური   დამოკიდებულების    გამომხატველ   სიტყვათა   შეთანხმებებს  ( მომწონს, არ მომწონს, მირჩევნია, ჩემი აზრით);
   *იყენებს ემოციებს  (სიხარულის, გაკვირვების, სინანულის გამომხატველ
ლექსიკურ ერთეულებს, ხშირად ხმარებულ  ენობრივ ფორმებს.
                                         
 მიმართულება კულტურათა დიალოგი
 უცხ.ს.III.22.  მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი კულტურული და სოცკულტურული თავისებურებების მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 *კორექტულად გამოთქვამს აზრს , შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურულ თავისებურებებზე  მსჯელობისას;
 *ამოიცნობს  ტრადიციებს, ადათებს,  ზნე-ჩვეულებებს  ,  ადარებს  მშობლიურთან და პოულობს   მსგავსებებს  და განსხვავებებს.
             
მიმართულება სწავლის სწავლა
უცხ,ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
*მონაწილეობს დავალების წარმატებით  შესრულების კ რ ი ტ ე რი უ მ ე ბ ი ს  ჩამოყალიბებაში;
*გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
 *განსაზღვრავს რა გაუადვილდება , რა გაუჭირდება, რაში დასჭირება
დ ა ხ მ ა რ ე ბ ა,  კონსულტაცია;
 *განსაზღვრავს სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
                     
უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 *სამუშაო პროცესში წარმოქმნილი  პრობლემების წამოჭრისას  ცვლილებები შეაქვს სტრატეგიებში.

უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება  სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
*ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს  (მაგ. ლექსიკონს, ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
 *მოიძიებს  ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის  გარეთ  ხელმისაწვდომ რესურსებში  (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონში,სკოლის/სოფლის ბიბლიოთეკაში, კომპენტენტურ პირთან და სხვა);
 *მოიძიებს ინფორმაციას/ სასწავლო მასალას  ინფორმაციულ-საკომუნიკაცო
ტექნოლოგიების  (ისტ.) მეშვეობით;
 *   იყენებს  ისტ-ს    ამა თუ იმ მასალის  დასამუშავებლად;
 * იყენებს ისტ-ს  პროექტების განსახორციელებლად

 უცხ.ს.III.27.  მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს  ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად  და  გასამდიდრებლად.
შედეგი  თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
 *ამოკრებს ცუდად ათვისებულ ლექსიკურ ერთეულებს;
  *იყენებს დამახსოვრების სხვადასხვა ხერხს.
                 
უცხ.ს.III.29.  მოსწავლეს  შეუძლია  თანაკლასელებთან,  მეწყვილესთან თანამშრომლობა  შედეგების გაუმჯობესების მიზმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 *მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად;
 *მსჯელობს თანაგუნდელებთან  (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
 *ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
 * კორექტურად მიუთითებს სხვების მიერ  დაშვებულ შეცდომებზე;
 * ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
                   
                                       


           
   
                                   
                                             

No comments:

Post a Comment