Thursday, September 7, 2017
ჩემი პროექტის იდეა
ყველასათვის ცნობილა, რომ ნებისმიერი უცხოური ენის შესწავლა დიდ
ძალისხმევას მოითხოვს. კიდევ უფრო ძნელი ხდება მისი შესწავლა, როცა დასამუშავებელი საკითხი მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობას არ იწვევს. ამიტომ
გადავწყვიტე რუსული ენის სასწავლო პროექტისათვის ამერჩია თემა: "ვისაუბროთ სილამაზეზე".
მოსწავლეები მოიძიებენ, მოისმენენ, წაიკითხავენ, შეადგენენ და დაწერენ ტექსტებს, თან დაურთავენ შესაბამის ილუსტრაციებს და შექმნიან ბუკლეტებს. მოსწავლეებში ჩაატარებენ გამოკითხვას თემის გარშემო, გაანალიზებენ მას და გააკეთებენ დასკვნას.
ისაუბრებენ რუსულად მარტივი წინადადებებით, კორექტულად იმსჯელებენ სხვა ერების კულტურულ თავისებურებებზე , შექმნიან რუსულ-ქარათულ ლექსიკონს, განიმტკიცებენ და გაიმდიდრებენ ლექსიკას, ითანამშრომლებენ თანაგუნდელებთან და
მასწავლებლებთან, გააკეთებენ პრეზენტაციას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment