Wednesday, September 13, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან დატვირთული და მრავლისმომცემი დღე იყო. ქალბატონმა ლალიმ წინა ტრენინგებზე გავლილი მასალა მიმოიხილა და მასწავლებლების ნამუშევრებზე გააკეთა კომენტარი. ჩვენც ვცადეთ ერთმანეთის ნამუშევრებზე უკუკავშირის მიცემა, ვისწავლეთ საკუთარ ბლოგზე ფონის შეცვლა, ბლოგზე ახალი ფაილების შექმნა და ჩაკვრა.
ქალბატონმა ლალიმ ისაუბრა შეფასების დროის ჩარჩოს შესახებ. დრაივში მოგვაძებნინა სასწავლო გეგმის საქაღალდე, შეგვავსებინა სასწავლო გეგმის შაბლონის ზოგიერთი გრაფები და ბოლოს მოგვცა საშინაო დავალება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ლალის თავიგი ენერგიის ასე უშურველად გაცემისათვის!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment