Sunday, October 15, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

             
      დღევანდელი  დღე  მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ვაჯამებდით  ჩვენ ნაშრომ-ნაღვაწს,  რომელიც  პრეზენტაციის სახით უნდა წარმოგვედგინა,  ამიტომაც  შინაგანად  ყველა  ვღელავდით.    ქალბატონმა ლალიმ  მოისმინა  და გადაიღო  მასწავლებლების პრეზენტაციები,  მოვისმინეთ  კოლეგების მხრიდან  კომენტარები.
     დიდი  მადლობა  ქალბატონ ლალის   ჩვენი სწავლებისთვის  და პოზიტიური გარემოს შექმნისათვის . 

Tuesday, October 10, 2017

მერვე დღის რეფლექსია

ა.


დღევანდელი დღეც  ნაყოფიერი  იყო.  საშინაო დავალებად გვქონდა   მოსწავლის ნაშრომის  შესწორებული ვერსია,  დასრულებული უნდა გვქონოდა  პროექტის გეგმა.  ვისწავლეთ  ბროშურის  დამზადება და  გაფორმება.

მეშვიდე დღის რეფლექსია

        მეშვდე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით,.გადავათვალიერეთ მოსწავლის ნაშრომები,სლაიდები,მივიღეთ უკკავშირი როგორც ტრენერისაგან, ისე თანამშრომლებისაგან. ვისწავლეთ ვიდეოს  გადმოწერა   იუთუბიდან და ბლოგზე ატვირთვა,  ორი სივრცის  გუგლ დრაივისა  და ბლოგის ერთმანეთთან  დაკავშირება. ასევე ვცადეთ მოსწავლის ნამუშევრის განთავსება ბლოგზე,. ვისაუბრეთ შეფასების სქემაზე და მივიღეთ დავალების ინსტრუქცია.

Friday, October 6, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

    წინა ტრენინგის რეფლექსიის შემდეგ ქალბატონმა ლალიმ აგვიხსნა, როგორ ვიმუშაოთ
საპრეზენტაციო  პროგრამა   Microsoft PowerPoint -ში,  რომელიც გვეხმარება  საინტერესო
საპრეზენტაციო ფაილის მომზადებაში.  საპრეზენტაციო ფაილი სლაიდების ერთობლიობაა, რომლებშიც ტრენერის მითითებით და სწავლებით შევძელით  ტექსტების, სურათების, ცხრილების,  ფიგურების,  სქემების,  დიაგრამების ჩასმა. 
   გავიგეთ ,  რომ სანამ  ბავშვებს პროექტის  შექმნას დავავალებთ ,    ჯერ ჩვენ  თვითონ  უნდა გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო  პროექტი და შემდეგ კი  მისი  შექმნა შევთავაზოდ  მათ..
      საშინაო  დავალებად  მოგვეცა: 1.  მოსწავლის სავარაუდო პროექტის  შექმნა და
შეფასების რუბრიკის ისე გადაკეთება , რომ ის გამოდგეს  პროექტის შესაფასებლად.